უკრაინის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი პოსტიდან გადააყენეს

უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა, 35 წლის პრემიერ-მინისტრის, ოლექსი გონჩარუკის პოსტიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა. როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამ გადაწყვეტილებას მხარი 353 დეპუტატმა დაუჭირა .

გასულ წელს მედიაში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, თითქოსდა გონჩარუკი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ეკონომიკური პროცესები პრიმიტიულად ესმის. გონჩარუკი პრემიერის თანამდებობაზე 2019 წლის 29 აგვისტოს დაინიშნა.

ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დენის შმიგალის კანდიდატურა წამოაყენა.

Facebook Comments
%d bloggers like this: