აშშ-ის ელჩი: საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს კარგად ართმევს თავს, ქვეყანა სამაგალითოა რეგიონში

საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებულ გლობალურ კრიზისს ძალიან კარგად ართმევს თავს, ქვეყანა სამაგალითოა რეგიონში, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჯანდაცვის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მინისტრმა დიპლომატს კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმართული ღონისძიებები დეტალურად გააცნო და ქვეყანაში ამ კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ მას რამდენიმე ქვეყანაში მოუწია მოგზაურობა და საქართველო, აეროპორტში კონტროლის მასშტაბებით ნამდვილად გამოირჩეოდა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: