ბაია პატარაია ინგა გრიგოლიას დაუპირისპირდა

 იმ შემთხვევაში, თუ ფემიციდი სწორად არ გაშუქდება, თუ ამისგან დაიდგმება დრამა, ტრაგედია, ამბავი, თუნდაც ნეგატიური გაგებით საგმირო საქმე, როდესაც ამას უყურებს უამრავი მოძალადე, ეს ფაქტები გამეორდება, -ამის შესახებ ბაია პატარაიამ გადაცემა „რეაქციაში“ ხაშურში მომხდარი შემზარავი დანაშაულის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ვისაუბროთ ჟურნალისტების პასუხისმგებლობაზე. 

ბაია პატარაიამ ინგა გრიგოლიას შენიშვნა მისცა დღეს ხაშურში მომხდარი შემთხვევის დეტალების გაშუქების გამო. ქალთა უფლებების დამცველმა განაცხადა, რომ ძალადობის კადრების ტელევზიით ჩვენებას შესაძლოა, გადამდები ეფექტი ჰქონდეს და მსგავსი დანაშაულის ტალღა გამოიწვიოს, რასაც ვერანაირი სახელმწიფო ვერ შეაჩერებს. 

აღნიშნული მოსაზრება ჟურნალისტმა გააპროტესტა.

ინგა გრიგოლია: „ბაია რას მეუბნებით“

ბაია პატარაია: „იმას გეუბნებით, რომ არ შეიძლება სისხლების ჩვენება“

ი.გ: „მე სისხლი არ მიჩვენებია“

ბ.პ:„ თქვენ აჩვენეთ, როგორ კლავს კაცი ქალს, მეტი რა უნდა გეჩვენებინათ. დავინახეთ, როგორ დაესხა თავს და ურტყა დანა, არ უნდა აჩვენოთ, ამას გეუბნები, სხვა ადამიანმა შეიძლება იგივე გაიმეოროს!“

ი.გ: „ეს არის დანაშაულის ამსახველი კადრები ბაია, მშვიდად!“.

ბ.პ. : „ვერ დავმშვიდდები, მე-9 მკვლელობას ვუყურებ უკვე ეთერში“.

„თქვენზე ნაკლებად არავის გვაწუხებს ეს ამბავი, მე თვითონაც ძალადობაგამოვლილი ადამიანი ვარ და ვიცი, რას ნიშნავს ძალადობა“,-ასე უპასუხა ინგა გრიგოლიამ ბაია პატარაიას, რომელმაც თავის მხრივ შეახსენა, რომ თუ ჟურნალისტებს ეს აწუხებთ, მაშინ უნდა დაიცვან ფემიციდის გაშუქების სტანდარტები.

„თუ თქვენ ამას არ დაიცავთ, ეს ფაქტები ისევ მოხდება და ვერანაირი სახელმწიფო ამას ვერ შეაჩერებს.“,-განაცხადა ბაია პატარაიამ. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: