ეკატერინე ტიკარაძე: ხვალ გახდება ცნობილი, შეწყვეტენ თუ არა კერძო ბაღები სააღმზრდელო პროცესს

ყველა რეკომენდაციას ჯანდაცვის სამინისტრო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით გასცემს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, სადაც ჩვენ დროულად ვიწყებთ ყველა პრევენციულ ღონისძიებას, რაშიც მნიშვნელოვნად ჩამოგვრჩებიან ევროპის ქვეყნები, ვინაიდან მათ ეს ვირუსი არ აღიქვეს შესაბამისად და მნიშვნელოვნად. ჩვენ ვაპირებთ, რომ ადგილზე გავეცნოთ ყველა სიტუაციას და ჯანდაცვის უწყება იქნება პირადად ჩართული ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც იქნება გატარებული. მათ შორის, რაც შეეხება ასევე დასუფთავების საქმიანობას, ჩვენ შევისწავლით დეტალურად, ვახორციელებთ მონიტორინგს და ვიძლევით შემდეგ დამატებით რეკომენდაციებს, ან მკაცრ გაფრთხილებებს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, კერძო ბაღების მუშაობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაზე სამინისტრო ხვალ იმსჯელებს.

„რაც შეეხება კერძო ბაღებს, განათლების სამინისტროს აქვს მუდმივი კომუნიკაცია ყველა სეგმენტთან, ვითვალისწინებთ რა მშობლების აღელვებს იმასთან დაკავშირებით, როგორ შეძლებენ ისინი მერე მუშაობას. ამასთან დაკავშირებითაც, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე განათლების სამინისტრო ვმუშაობთ და დამატებითი ღონისძიებები განხორციელდება. ხვალ გვექნება ამაზე უფრო დეტალური კომუნიკაცია პრემიერის ხელმძღვანელობით და გავაკეთებთ განცხადებას”, – განაცხადა ტიკარაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: