თურქეთი საბერძნეთის საზღვართან სპეცრაზმს აგზავნის

თურქეთის ხელისუფლებამ საბერძნეთის საზღვართან 1000 სპეცრაზმელის გაგზავნის შესახებ მიიღო გადაწყვეტიელბა.

სპეცრაზმმა საბერძნეთიდან მიგრანტების დაბრუნების ფაქტები უნდა აღკვეთოს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოულუმ განაცხადა, რომელიც თურქეთ-საბაერძნეთის საზღვართან  არსებულ საგუშაგოს სტუმრობდა.

“მათ კიდევ სცადეს 4900 მიგრანტი უკან დაებრუნებინათ, რაც სერიოზული დარღვევაა”,-აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა. 

ცნობისთვის, საბერძნეთსა და თურქეთს შორის საზღვარზე მიგრაციული ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ანკარამ მიგრანტებისთვის საზღვარი გახსნა. გადაწყვეტილება თურქეთმა იმით ახსნა, რომ ევროკავშირი მას ბაშარ ალ ასადის რეჟიმთან ბრძოლაში საკმარის მხარდაჭერას არ უცხადებს. 

დღეისათვის თურქეთში 3.6 მილიონზე მეტი მიგრანტია გადასული. მათ ევროკავშირის ქვეყნებში მოხვედრა სურთ. 

Facebook Comments
%d bloggers like this: