ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის უფროსი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

Nusagi

სასაქალო სასამართლოს გადაწყვეტილებით ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის უფროსი კობა კოშაძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუუქმდა. კობა კოშაძეს მოსამართლემ გირაოს სახით, 5000 ლარის გადახდა დააკისრა.

ცნობისთვის, ყოფილი მაღალჩინოსნის დაცვის უფროსის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: