კახა კალაძე: ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმრები, ჩვენ გვყავს კრიმინალები, რომლებიც კონკრეტულ საქმეებზე არიან დაკავებულნი

Nusagi

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გიგი უგულავასთან დაკავშირებით პოლიტპატიმრობაზე საუბარი ძალიან უხერხულია. კახა კალაძის თქმით, ადამიანი 50 მილიონს როცა იპარავს, უბრალოდ უხერხულია, მას დაარქვა პოლიტპატიმარი.

„ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმრები, ჩვენ გვყავს კრიმინალები, ვინც არიან დაკავებულნი კონკრეტულ საქმეზე. ადამიანი 50 მილიონს როცა იპარავს, უბრალოდ უხერხულია, მას დაარქვა პოლიტპატიმარი.

მგონია, რომ თქვენც, ჟურნალისტებს გეუხერხულებათ ამ კითხვის დასმა. ძალიან კარგად ვიცით, ამის მტკიცებულებები არსებობს, ვიდეო კადრები არსებობს, როგორ გამოჰქონდათ თანხები. შესაბამისად, გიგი უგულავასთან დაკავშირებით პოლიტპატიმარზე საუბარი მართლა ძალიან უხერხულია“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

არ მსურს, ჩემი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება, – ამის შესახებ დედაქალაქის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ „ფეისბუქზე“  დაწერა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: