კორონავირუსით დაინფიცირებული მე-4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილურია. დაწყებულია მკურნალობა. წინა სამი პაციენტის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, პაციენტი საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. რაც შეეხება პაციენტის ოჯახის წევრებს, როგორც ეზუგბაია აცხადებს, გამოკვლევები მათაც ჩაუტარდებათ.

იდენტიფიცირებულია ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი 20-მდე პირი, მათ შორის თვითმფრინავის თანამგზავრები.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: