კორონავირუსის გამო, ავსტრალიაში ტუალეტის ქაღალდის დეფიციტი შეიქმნა

კორონავირუსის გავრცელების გამო, ავსტრალიის მცხოვრებლებმა ტუალეტის ქაღალდის პანიკური შესყიდვა დაიწყეს. სიტუაციამ ქვეყანაში უმსხვილესი მაღაზიების ქსელი Woolworths Group აიძულა, ერთ ხელზე მხოლოდ 4 ერთეულამდე  შეზღუდონ გაყიდვა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 42 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 3-ს არსად უმოგზაურია. 1 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამ ფონზე კონტინენტის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, პირველი მოხმარების საგნები მოიმარაგონ.

პანიკას სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციებიც უწყობს ხელს. მომხმარებლები მაღაზიების დაცარიელებული თაროების ფოტოებს აზიარებენ. 

მეორე სავაჭრო ქსელმა А Coles Group Ltd შეზღუდა კვერცხის, რძის საპნის და სადეზინფექციო საშუალებების რეალიზაცია.

ხელისუფლება ცდილობს, დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყანას პირველი მოხმარების საგნების დეფიციტი არ ემუქრება. პანიკას ხელს უწყობს სხვადასხვა ეპიზოდები, მაგალითად, სიდნეის ერთ-ერთ სუპერმარკეტში პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც ტუალეტის ქაღალდის თაროები ალყაში მოაქცია.  

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: