საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზად არის​ კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართული ქვეყნებისთვის $50 მილიარდი გამოყოს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზად არის 50 მილიარდი დოლარი გამოყოს კორონავირუსთან ბრძოლაში ნაკლებად განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად. შესაბამისი განცხადება ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დეტალებზე ორგანიზაციის დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ ისაუბრა.

„იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც შემოსავლების დაბალი დონე აქვთ, ჩვენ გვაქვს 10 მილიარდი დოლარის ოდენობის სწრაფი დაფინანსების შესაძლებლობა საგანგებო შემთხვევების დროს. ასევე არსებობს სწრაფი დაფინანსების ინსტრუმენტი. ამ მექანიზმის ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდს შეუძლია უზრუნველყოს დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი განვითარებადი ბაზრებისთვის“, – განაცხადა მან.

კრისტალინა გეორგიევამ ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელება საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკისთვის.

„ეს უკვე არა რეგიონული, არამედ გლობალური პრობლემაა და პასუხიც გლობალური უნდა იყოს“, – დასძინა მან.

საქართველოში დღეს კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული 44 წლის საქართველოს მოქალაქე კაცია, რომელიც იტალიიდან პირველ მარტს ჩამოვიდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: