საფრანგეთში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა – არიან დაშავებულები

საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი, რომელიც სტრასბურგიდან პარიზში მიდიოდა, რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მატარებელში სულ 328 მგზავრი იმყოფებოდა.

მძიმედ დაშავდა მემანქანეც. ის საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი მიწისძვრა გახდა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: