საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტას განიხილავს

საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტას განიხილავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა განუცხდა.

„ამაზე მუდმივად მიმდინარეობს მსჯელობა, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. რეალურად, ეს არის რისკის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ რისკები მაინც რჩება. სრულად რომ დავიცვათ თავი, მაშინ ფრენები სრულად უნდა ავკრძალოთ ყველა მიმართულებიდან, ასეთ შემთხვევაში ძვირის გადახდა მოგვიწევს“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული 44 წლის კაცია, საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიიდან პირველ მარტს ჩამოვიდა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: