საქართველოში კორონავირუსის მე-4 შემთხვევა დადასტურდა, მოგზაურობის ისტორია იტალიას უკავშირდება

საქართველოში კორონავირუსის მე-4 შემთხვევა დადასტურდა,-ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ტქმით, ეს არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიიდან შემოვიდა.

„დილის მონაცემებით, კორონავირუსის შესაძლო 252 შემთხვევიდან 4 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.

​მე-4 ავადმყოფი კვლევებზე ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. მისი მოგზაურობის ისტორია დაკავშირებულია იტალიასთან, შემოვიდა საქართველოში კვირას სიმპტომების გარეშე, თუმცა შემდეგ განუვითარდა მაღალი ტემპერატურა და თვითონ მიმართა საავადმყოფოს.

ყველა ტესტმა პოზიტიური შედეგი აჩვენა. ოთხივე პაციენტი მოთავსებულია ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მე-4 შემთხვევა კლინიკურად საყურადღებოა. , 3-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პროგრესირება არ შეინიშნება. 

„დღეს დილისთვის მოვიძიეთ ამ ადამიანის 20-მდე კონტაქტი, მათ შორის 15-თვითმფრინავის“,-განაცხადა მან. 

გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს დილისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილია 9 სინჯი. ერთი-ქუთაისიდან. 

Facebook Comments
%d bloggers like this: