ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: კორონავირუსი ქაღალდის ფულს რამდენიმე დღე ებღაუჭება

Nusagi

​ფულმა შესაძლოა, კორონავირუსის გავრცელებას შეუწყოს ხელი,-ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.

ჯანდაცვიხ მსოფლიო ორგანიზაცია ადამიანებს მოუწოდებს, ხშირად დაიბანონ ხელი და მოერიდონ ნაღდი ფულით ანგარიშწორებას, რადგან ქაღალდის კუპიურები შესაძლოა, ვირუსის გავრცელების წყარო გახდეს.

ჯმო-ს ინფორმაციით, ვირუსი Covid-19 ქაღალდის ბანკნოტს ეკრობა და რამდენიმე დღის განმავლობაში ებღაუჭება მას.

ჩინეთსა და კორეაში ნახმარი ბანკნოტესბის დეზინფექცია დაიწყეს, რისთვისაც ქაღალდის ფულს ულტრაიისფერი სხივებითა და მაღალი ტემპერატურით უკეთდება სტერილიზაცია.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: