ქართველი კალათბურთელი და მწვრთნელი ლევან მოსეშვილი გარდაიცვალა

79 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კალათბურთელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი ლევან მოსეშვილი. 

„ბალტიისპირელ, რუს და უკრაინელ მწვრთნელებზე თავშეკავებული მშვიდი გაწონასწორებული ადამიანი. გადატენილი სპორტის სასახლე დადებითი თუ უარყოფითი ემოციებისგან როდესაც ზანზარებდა, მხოლოდ ბატონი ლევანი ახერხებდა მშვიდად ყოფილიყო და პროფესიულად აუღელვებლად გაეგრძელებინა თავისი საქმიანობა, ერთი კოლია დერუგინით ახერხებდა კოლიაზე ორჯერ დიდი ტკაჩენკო და ბელასტენის შეჩერებას კიევის „სტროიტელის“, რიგის „ვეფის“, ტალინის „კალევის“, კაუნასის „ჟალგირისისა“ და მოსკოვის „ცსკ“-ს არა ერთგზის მძლეველი, კალათბურთის ნოდარ ახალკაცი, იმდენი სიხარული და აღტაცება აქვს დატოვებული თავის თაობასა თუ ახალგაზრდობაში, ათას ადამიანს ეყოფა სავიზიტო ბარათად სამოთხეში მოსახვედრად…
ღმერთმა აცხონოს ბატონი ლევანი,-წერს სოციალურ ქსელში ვეტერანი მალხაზ თოფურია.

ლევან მოსეშვილი 1959–1972 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“. 1963–1964 წლებში სსრკ ნაკრებში. 1972–2003 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 1977 წელს საკავშირო პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა.

Facebook Comments
%d bloggers like this: