არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ქვეყანა კორონავირუსის შეკავებას ეფექტურად ახერხებს

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, კორონავირუსის შეკავების კუთხით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

თალაკვაძის თქმით, მნიშნელოვანია, რომ საზოგადოების თითოეულმა წევრმა შეასრულოს რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სამსახურების გასცემენ.

“ამ მომენტისთვის საქართველოში მსოფლიოში არის ერთ-ერთი საუკეთესო, ვინც ყველაზე სწრაფად და ყველაზე ეფექტური ნაბიჯები გადადგა ვირუსის გავრცელების შეკავების კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არ იყოს პანიკა ამ საკითხთან დაკავშირებით. საზოგადოების თითოეულმა წევრმა, ყველამ შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რომელსაც ჯანდაცვის სამსახურები გვაძლევენ. რეალურად, ამ დროისთვის ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანა ეფექტურად ახერხებს ვირუსის გავრცელების შეკავებას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

Facebook Comments
%d bloggers like this: