აშშ-დან საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ მცველს გააძევებენ

აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ტენესის მცხოვრები 94 წლის მამაკაცი ფრიდრიხ კარლ ბერგერი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში მოხალისედ მუშაობდა, გერმანიაში დეპორტაციას დაექვემდებარება. ამის შესახებ NBC იუწყება.

დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება მემფისის საიმიგრაციო სასამართლომ 1978 წლის კანონის საფუძველზე მიიღო. მოსამართლის თქმით, ბერგერი საკუთარი სურვილით ყარაულობდა პატიმრებს ბანაკში, სადაც ადამიანებზე სასტიკი დევნა მიმდინარეობდა.

“ბერგერი ჰამბურგთან ახლოს მდებარე საკონცენტრაციო ბანაკში მსახურობდა. პატიმართა შორის იყვნენ ებრაელები, რუსები, დანიელები, ჰოლანდიელები, ლატვიელები, ფრანგები, იტალიელები და ნაცისტების პოლიტიკური ოპონენტები“-წერია სასამართლოს დასკვნაში. ყველაზე მეტი პატიმარი სსრკ-დან, ნიდერლანდებიდან და პოლონეთიდან იყო.

ომის შემდეგ ბერგერი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად გერმანიიდან საცხოვრებლად კანადაში გადავიდა, 1959 წელს კი, აშშ-ში. 

Facebook Comments
%d bloggers like this: