თბილისში ავარიის შედეგად ქალი გარდაიცვალა

თბილისში, მახათას მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია ქალი.

ავარიის თვითმხილველები ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზად სიჩქარის გადამეტებას ასახელებენ.

შსს-ს ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Facebook Comments
%d bloggers like this: