კორონავირუსის გამო რომის პაპმა შესაძლოა, ვიდეოფორმატში იქადაგოს

რომის პაპის ტრადიციული საკვირაო ქადაგება შესაძლოა, ვიდეოფორმატში განხორციელდეს, – ამის შესახებ იტალიური გამოცემა ANSA ვატიკანის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული ზომა მიზნად ისახავს ხალხმრავლობის არიდებას. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების ფონზე წმინდა პეტრეს მოედანზე ხალხის რაოდენობა შემცირდა, პაპის საკვირაო ქადაგების დროს დაწესებული კონტროლის გამო, შესაძლოა, რიგები შეიქმნას.

Facebook Comments
%d bloggers like this: