პარლამენტი შემაკავებელ ორდერთან ერთად მოძალადეზე ელექტრონული მონიტორინგის დაწესებაზე მსჯელობს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი, რომელიც შემაკავებელი ორდერის გამოწერის პარალელურად მოძალადეზე ელექტრონულ მონიტორინგს ითვალისწინებს. ეს ნიშნავს, რომ მოძალადეს კიდურზე ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება, მოწყობილობა მსხვერპლსაც გადაეცემა. ცვლილებათა პაკეტი დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა წარუდგინა.

„დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განვიხილეთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს შემაკავებელი ორდერის გამოცემის პარალელურად, მისი ეფექტიანობის და აღსრულების გაზრდის მიზნით, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებას მოძალადეების მიმართულებით. შესაბამისად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით შსს გააგრძელებს მკაცრი პოლიტიკის განხორციელებას და იმ შემთხვევაში, როდესაც რეალური საფრთხე იარსებებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, ელექტრონული ზედამხედველობა განვახორციელოთ მოძალადეზე. ელექტრონული მონიტორინგი სწორედ ელექტრონული სამაჯურის დამაგრებას გულისხმობს. ორი მოწყობილობა იქნება, ერთი მსხვერპლს გადაეცემა, მეორე კი მოძალადეს დაუმაგრდება კიდურზე“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: