პოლონელმა ძველმანებში ფოტოალბომი იყიდა, რომლის ყდაც ადამიანის კანისგან დამზადებული აღმოჩნდა

პოლონელმა მამაკაცმა ძველმანების ბაზრობაზე შემთხვევით, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ადამიანის კანისგან დამზადებული ფოტოალბომი შეიძინა.როგორც მოგვიანებით გაირკვა, ყდა დამზადებული იყო ბუხენვალდის ტყვის კანისგან.

როდესაც სახლში ნაყიდს ათავლიერებდა, კოლექციონერმა ყდაზე ტატუ და წვრილი ბუსუსი შენიშნა. მან ალბომი ოსვენციმის მუზეუმის ექსპერტებს წაუღო, რომლებმაც მისი ეჭვი დაადასტურეს.

მსგავსი „სუვენირების“ დამზადებაში მონაწილეობას იღებდა ბანაკის კომენდანტის ცოლი ილზა კოხი, რომელსაც მეტსახელად „ბუხენვალდის ალქაჯი“ და „ფრაუ აბაჟუერი“ დაარქვეს. ის აწამებდა და კლავდა ტყვეებს, რომლებსაც ტატუ ჰქონდათ, მათ კანს კი იყენებდნენ წიგნების, ფოტოალბომების ყდების და ინტერიერის ნივთების დასამზადებლად. 

ზოგიერთი მონაცემით, პოლონელი მამაკაცის მიერ ნაყიდი ალბომი, რომელშიც პეიზაჟების ფოტოები იყო მოთავსებული, ეკუთვნოდა ბავარიელ ოჯახს, რომელმაც ის საკონცენტრაციო ბანაკის მცველისგან შეიძინა. 


Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: