შეაჩერებს თუ არა თბილი ამინდები კორონავირუსის გავრცელებას

სუსტდება თუ არა კორონავირუსი ტემპერატურის მომატებასთან ერთად? ვირუსოლოგი ტომას პიტჩმანი განმარტავს, რატომ იძლევა გაზაფხული იმედს და რატომ აქვთ ქალებს აშკარა უპირატესობა კორონავირუსთან ბრძოლაში. ტომას პიტჩმანის მოსაზრებებს „დოიჩე ველე“ აქვეყნებს.

„შეძლებს თუ არა თბილი ამინდი კორონავირუსის მოქმედების შენელებას? თუ ყველაფერი კარგად იქნება, ახალი კორონავირუსი SARS-CoV-2 ჩვეულებრივი გრიპის ვირუსივით მოიქცევა. გაზაფხულის თბილი ამინდები გაანადგურებს მიკროორგანიზმებს და შეაჩერებს SARS-CoV-2 ვირუსით (სახელწოდება 11 თებერვალს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიანიჭა) გამოწვეულ დაავადება COVID-19-ს.

9კორონავირუსის სეზონი ზუსტად ისე ჩაივლის, როგორც სეზონური გრიპის ტალღა, რომელიც ზამთრის გასვლასთან ერთად შესუსტებას დაიწყებს.

გაზაფხული შესაძლოა, იმედის სეზონი გახდეს, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, დაემსგავსება თუ არა SARS-CoV-2 გრიპს. ვირუსოლოგი ამბობს, რომ ექპსრტებმა ჯერ ვერ დაადგინეს ვირუსის გავრცელების ტრაექტორია, რადგან სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცნობთ მას“-ამბობს პიტჩმანი.

ტომას პიტჩმანი ჰანოვერში მდებარე კლინიკური ინფექციების ცენტრის მოლეკულური ვირუსოლოგია. ის ე.წ. რნმ-ვირუსებს იკვლევს, მათ შორის ც ჰეპატის ვირუსს. სწორედ ამ ჯგუფს მიეკუთვნება ახალი SARS-CoV-2.

უცნობი ვირუსი

​„ეს ვირუსი იმით არის განსაკუთრებული, რომ ადამიანებისთვის სიახლეა. ჩინეთიდან მიღებული ცნობების მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსი ადამიანზე ცხოველიდან გადავიდა და ამის შემდეგ გავრცელდა.
გრიპის ვირუსისგან განსხვავებით, ჩვენი იმუნური სისტემა არ არის მომზადებული პათოგენური მიკროორგანიზმების შეტევისთვის. გარდა ამისა, ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე ამჟამად იდეალური პირობებია ვირუსის გასავრცელებლად. დაბალ ტემპერატურას ისინი კარგად ეგუებიან. შედარებისთვის, ისე ინახებიან, როგორც საკვები მაცივარში“,-ამბობს პიტჩმანი. 

ირუსებს არ უყვართ სითბო

„რაც უფრო თბილი ამინდებია, მით უფრო ცუდი პირობებია ვირუსის გასავრცელებლად. კორონავირუსი გარშემორტყმულია ლიპიდური ფენით, სახვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცხიმის ფენით, რაც თერმომდგრადი არ არის. ეს კი ნიშნავს, რომ მაღალ ტემპერატურაზე ვირუსი სწრაფად იშლება. სხვა ვირუსები, მაგალითად ნოროვირუსი, უფრო მდგრადია, რადგან ძირითადად ცილებისა და გენეტიკური მასალისგან შედგება.

ჰაერის ტენიანობა ასევე მოქმედებს ვირუსის გავრცელებაზე. მას შემდეგ, რაც დაავადების გამომწვევი ნაწილაკი დაცემინებასთან ერთად გარეთ მოხვდება, ის ჰაერში კიდია. ცივ ამინდში ვირუსის შემცველი მცირე წვეთები ჰაერში მეტ ხანს დაფარფატებენ, ვიდრე მაღალი ტენიანობის პირობებში“,-ამბობს პიტჩმანი.

მისივე თქმით, პათოგენები ამგვარად ვრცელდება. თუმცა თავიდან ეს შეუმჩნეველია. პირველი კონტაქტიდან დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენამდე შესაძლოა, რამდენიმე კვირა გავიდეს. 

კორონავირუსის შემთხვევაში, არსებული მონაცემების მიხედვით, ქალებს მეტი შანსი აქვთ გადარჩენის, ვიდრე მამაკაცებს. 

პიტჩმანის თქმით, ეს გენეტიკით აიხსნება. 

„ზოგიერთი იმუნო-რელევატური გენი, მაგალითად, გენები, რომლებიც პასუხისმგებელია პათოგენის ამოცნობაზე, კოდირებულია X ქრომოსომაში, რომელიც ქალებს 2 აქვთ, მამაკაცებს კი, მხოლოდ ერთი. ამ შემთხვევაში ქალებს უპირატესობა აქვთ. ასევე გარკვეულ როლს თამაშობს ქალის ჰორმონი ესტროგენიც“,-ამბობს პიტჩმანი.

ვირუსოლოგის თქმით,  კორონას სეზონი შესაძლოა, მართლაც დამთავრდეს გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ავსტრალიაში SARS-CoV-2-ის 20-ზე მეტი შემთხვევაა და ბრაზილიაშიც- ერთი. ამ ადგილებში ზამთარი ჯერ კიდევ წინაა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: