ხაშურში, ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მძიმეა

ხაშურში, ქმრის მიერ დაჭრილი, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

24 წლის ქალი თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

“პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის მძმიმეა. კვლევების შემდგომ, გაირკვევა დასჭირდება თუ არა კიდევ ერთი ოპერაცია”, – აცხადებს რეფერალური საავადმყოფოს ექიმი. 

ცნობისთვის, 5 მარტს ხაშურში, ერთ-ერთ ქუჩაზე ქმარმა ცოლი დაჭრა.  ახალგაზრდა ქალი მრავლობითი ჭრილობით თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. პოლიციამ კაცი ადგილზევე დააკავა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: