ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდოს

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდოს.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საქართველო ვირუსთან დაკავშირებით სრულად მიყვება მსოფლიო ჯანდაცვის ორაგნიზაციის რეკომენდაციებს.

“საქართველოს სრულად მიყვება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. ვირუსი ვრცელდება ევროპაში, ყველა ქვეყანაში. ამდენად, ერთი კონკრეტული ქვეყნიდან მოგზაურობები შეზუდვასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციებს არ იძლევა. ჩვენ გავაგრძელებთ შემოსვლის ადგილზე თერმულ სკრინინგს, შემდეგ თვითიზოლაციის შესახებ რეკომენდაციებს. რა თქმა უნდა შესაძლოა გაიზარდოს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, რადგან ტენდენცია ზოგადად, ევროპის რეგიონში გავრცელებისკენ მიდის. ამ შემთხვევაში მთავარია ვირუსის დროული გამოვლენ, კონტაქტების გამოკვლევა და დროული რეაგირება”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 9 შემთხვევა გამოვლინდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: