ალექსანდრე ხვთისიაშვილი: უახლოეს დღეებში იტალიიდან საქართველოს 95 მოქალაქეს ჩამოვიყვანთ

„იტალიიდან მოქალაქეების დაბრუნება მოხდება თვითმფრინავით. დიდი ალბათობით ქალაქ რომიდან. ჩვენ ვმუშაობთ ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროსთან, ავიაციის დეპარტამენტთან და ავიაციიის სააგენტოსათან. რომ რაც შეიძლება მალე გაიგზავნოს თვითმფრინავი, რათა ჩვენი მოქალაქეები ჩამოვიყვანოთ. დღევანდელი მდგომარეობით 95-მა ადამიანმა წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია იმეილზე. მოხდა მათთან დაკავშირება“, – ამის შესახებ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, იტალიაში საელჩოს ყველა თანამშრომელი 24 საათიან განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს იტალიაში მყოფ ქართველებთან. „დაემატა რამდენიმე ცხელი ხაზი. მოხდა სპეციალური იმეილის შექმნა და გავრცელდა განცხადება, რომ საქართველოს მოქლაქეებმა, რომლებსაც უახლოესი ორი კვირის წინ ჰქონდათ შეძენილი ან დაჯავშნილი ბილეთები მიმართონ საქართველოს საკონსულოს რომში, რათა მოხდეს ყველა იმ პირის იდენტიფიცირება და შემდეგ იმ ადამიანების საქართველოში დაბრუნება.

მიუხედავად იმისა, რომ 95 ადამიანთან მოხდა კომუნიკაცია ჩვენ დღეს დილით შევიტყვეთ, რომ სოციალური ქსელით ეს ადამიანები, რომლებიც დარჩნენ იტალიაში რეისების გაუქმების გამო, გამოხატავენ შიშს რომ არ მიხედავთ მათ სახელმწიფო და მთავრობა. კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ მეილზე როგორც კი მოდის ინფორმაცია მათ უკავშირდებიან“, – აღნიშნა ხვთისიაშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: