აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ადამიანი მონაწილეობდა კონფერენციაში, რომელსაც მაიკ პომპეო და მაიკ პენსი ესწრებოდნენ

აშშ-ში, ლობისტური ორგანიზაციის „ამერიკულ-ისაელული საზოგადოებრივი ურთიერთობის კომიტეტი“ კონფერენციის ორ მონაწილეს კორონავირუსი დაუდგინეს. ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზაციის Twitter-ზე გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოველწლიური ღონისძიება ვაშინგტონში, 1-3 მარტს იმართებოდა. მას 18 ათასი ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პოპეო, უმრავლესობის ლიდერი სენატში მიტჩ მაკკონელი, მილიარდერი მაიკ ბლუმბერგი და ათობით კონგრესმენი.

აშშ-ში კორონავირუსის 300-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, უმეტესობა ნიუ-იორკში.

Facebook Comments
%d bloggers like this: