ქუთაისში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების და თანამშრომლების მხარდასაჭერად ქუთაისში აქცია გაიმართა.

“თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე” – ამ მოწოდებით ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.

მათი თქმით, თავისუფალ მედიაზე ზეწოლა არ უნდა ხდებოდეს.

“საგანგაშო და ამაზრზენი პროცესები მიმდინარეობს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში. ტელევიზის დირექტორი ერთი ხელით ანადგურებს მაუწყებლის იდეას და მეორე ხელით სამსახურიდან ათავისუფლებს პროფესიონალ კადრებს, ჩვენ ჟურნალისტები სოლიდარობას ვუცხადებთ აჭარელ კოლეგებს და ვუშვეთ გზავნილს, “თავისუფალი მედია” შეზღუდვების გარეშე”. მედიაზე ზეწოლა ცუდად აისახება დემოკრატიის განვითარებაზე”- აცხადებს ირაკლი ვაჩიბერაძე

Facebook Comments
%d bloggers like this: