არჩილ თალაკვაძე: დღევანდელი შეთანხმება იმის მყარი საფუძველია, რომ საქართველო კიდევ ერთ დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს

დღევანდელი შეთანხმება იმის მყარი საფუძველია, რომ საქართველო კიდევ ერთ დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს. ქვეყანა აგრძელებს თავისი დემოკრატიის გაძლიერებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებით მოიგო ჩვენმა ქვეყანამ, საზოგადოებამ და რაც მთავარია ხელისუფლებამ. ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ ჩვენს მოქალაქეებს და საერთაშორისო საზოგადოებას ვაჩვენეთ, რომ საქართველოს პასუხისმგებლიანი და დემოკრატიული ხელისუფლება ჰყავს, რომლის უპირველესი პრიორიტეტი დემოკრატიის გაძლიერება და საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიული არჩევნების შეთავაზება“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2018 წელს მათ გააკეთეს საკონსტიტუციო რეფორმა, სადაც პირველად საქართველოს უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო სისტემა უფრო დემოკრატიულით შეცვლილიყო.

„დღეს ჩვენ .მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2024 წლამდე, ვიდრე ეს ცვლილება მოხდება, საქართველომ ლოგიკური, დემოკრატიული გზა გაიაროს. შესაბამისად, შემიძლია გითხრათ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის, ჩვენ უკვე გადავდივართ ნორმალური მზადების პროცესში და უახლოეს პერიოდში მოხდება საკონსტიტუციო ინიციატივის ინიცირება პარლამენტში, მივიღებთ თუ არა ამ ცვლილებას საარჩევნო კამპანიაც ოფიციალურად დაიწყება“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: