ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი – შედარებით დამძიმდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტიდან 2 ადამიანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, დანარჩენი 10 პაციენტიდან ერთის კლინიკური ნიშნები, აბსოლუტურად უსიმპტომოა და ცხრას კი მინიმალური სიმპტომები, ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი მსუბუქი ხველა აღენიშნება.

მისივე თქმით, ამჟამად ლაბორატორიიდან 17 პირის პასუხს ელოდებიან.

„42 პაციენტი წევს ამჟამად კლინიკაში, მათგან 17-ზე აღებულია მასალა გამოსაკვლევად. ჯერ არცერთის პასუხი არ ყოფილა, შესაბამისად არცერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ისევ გვყავს ინფიცრებული 12 პაციენტი, მათგან ერთის მდგომარეობა რჩება შედარებით მძიმე და უტარდება ყველა სამკურნალო ღონისძიებები. მას ჯერ არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპიის ღონისძიებები და ჟანგბადის თერაპია, თუმცა შესაძლოა, დასჭირდეს და ამისათვის მზად ვართ. კიდევ ერთი პაციენტი შედარებით დამძიმდა ტემპერატურამ აიწია 38-მდე და სავარაუდოდ მასაც აქვს ორმხრივი პნევმონია. განცხადებით, 12 დან 2 ადამიანი არის შედარებით მძიმე დანარჩენი 10 პაციენტიდან 1 აბსოლიტურად უსიმპტომოა და 9 – ს აქვს მინიმალური სიმპტომები ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, მსუბუქი ხველა და ა.შ,“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 13 შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსით ინფიცირებული 12 პირი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

Facebook Comments
%d bloggers like this: