იტალიაში 16 მილიონი ადამიანი კარანტინში იმყოფება

იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს განცხადებით, ლომბარდიის რეგიონსა და კიდევ 14 პროვინციაში 16 მილიონი ადამიანი სავალდებულო კარანტინში იმყოფება.

აღნიშნულს BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კარანტინის რეჟიმი ქვეყანაში სავარაუდოდ, აპრილამდე გაგრძელდება. დახურულია სპორტული დარბაზები, აუზები, მუზეუმები და სათხილამურო კურორტები.

იტალიაში კორონავირუსული ინფექციით გარდაცვალების რიცხვი 230-ს აჭარბებს.

Facebook Comments
%d bloggers like this: