იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში გამოცხადებული კარანტინი 16 მილიონ ადამიანს შეეხო

Nusagi

იტალიის ჩრდილოეთში, ლომბარდიის რეგიონსა და კიდევ 14 პროვინციაში კარანტინი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს გადაწყვეტილებით, სავალდებულო კარანტინი სულ მცირე 16 მილიონ მოქალაქეს შეეხო. კარანტინი 3 აპრილამდე იმოქმედებს.

სრულად დაიკეტა მუზეუმები, სათხილამურო კურორტები, ღამის კლუბები, საცურაო აუზები და სავარჯიშო დარბაზები. აკრძავლები შეეხო მილანის ფინანსურ ცენტრსა და ვენეციას. რესტორნებსა და კაფეებს აკრძალვა არ შეეეხება, თუმცა ადამიანები ერთმანეთისგან სულ მცირე 1 მეტრის მოშორებით უნდა ისხდნენ. სპორტული ღონისძიებები ასევე გულშემაკტივრების გარეშე უნდა ჩატარდეს. კარანტინის დარღვევისთვის სასჯელი 3-თვიანი პატიმრობაა.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსს 230 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 50-ზე მეტი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა. დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი ერთ დღეში 1200-დან 5883-მდე გაიზარდა.

For coverage on the novel coronavirus and up-to-date graphics please visit ft.com/coronavirus-latest
Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: