კაცს ერთი შვილი დაღუპული ჰყავს, მეორეს ვირუსი შეეყარა, მიუხედავად ამისა როგორც შეუძლია ემსახურება საზოგადოებას-ირაკლი მელაშვილი

ირაკლი მელაშვილი, ამირან გამყრელიძის შვილის კორონა ვირუსით დაინფოცირებას გამოეხმაურა-“კაცს ერთი შვილი დაღუპული ჰყავს, მეორეს ვირუსი შეეყარა, მიუხედავად ამისა, რაც შეუძლია და როგორც, ემსახურება ამ დღეებში ჩვენი საზოგადოების, თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას. საიდან გაჩნდით ეს ადამიანები, რომელთაც ნებისმიერი სიბინძურე შეგიძლიათ წეროთ ამირან გამყრელიძეზე და სხვებმა კიდევ კვერი უკრათ მხოლოდ იმიტომ, რომ სამთავრობო სტრუქტურაში მუშაობს. რა გართიანებთ ასეთებს? ნაცობა, (ყველა ნაცი რა თქმა უნდა ასე არ იქვევა, მაგრამ ვინც ასეთებს წერს , მე ვინც ვნახე, ყველა მიშას მრევლია) ზიზღი და სიძულვილი. ხანდახან ვფიქრობ ამ ადამიანებს ის გერჩივნათ, კარგა დიდი მსხვერპლი გვქონოდა, რადგანაც უფრო ადვილი იქნებოდა ამის ხელისუფლებისთვის დაბრალება და ამ ამბის ხელისუფლების მოსაშორებლად გამოყენება. მე თავად მცხვენია ახლა რასაც ვწერ, ასე არ შეიძლება ადამიანებზე იფიქრო, მაგრამ რაღაცას ხომ აქვს საზღვარი, ბოროტებას, ბოღმას, არაადამიანობას, ფუ თქვენი….

P.S. ამირან გამყრელიძეს კი უბრალოდ მადლობა იმ საქმისთვისაც რასაც აკეთებს და ამ უკიდეგანო მოთმინებისთვისაც. მადლობა და ბოდიში
# ჩემი მხარდაჭერა ამირან გამყრელიძეს”-წერს მელაშვილი

შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძის ვაჟს, კორონა ვირუსი დაუდასტურდა და იგი მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გადის.

წყარო:tvalsazrisi.ge

Facebook Comments
%d bloggers like this: