კინზინგერი: გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს არჩევნებზე შეთანხმების მიღწევას

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე განცხადებით გამოეხმაურა.

“გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს არჩევნებთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას. დემოკრატია მარტივი სამუშაო პროცესი არ არის, მაგრამ ცხადია ღირს. სპიკერი თალაკვაძე და სხვები მადლობას იმსახურებენ”, – აცხადებს კონრესმენი.

ცნობისთვის, დღეს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდება.

Facebook Comments
%d bloggers like this: