კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ ერთი პირი საჩხერის კლინიკაშია მოთავსებული

კორონავირუსით დაავადებული კიდევ ერთი პაციენტი საჩხერის საავადმყოფოშია მოთავსებული. 

სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის განცხადებით, პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

ექიმის თქმით, კლინიკაში მეორე პაციენტის პასუხსაც ელოდებიან ლუგარის ლაბორატორიიდან. პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 13 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. COVID 19- ით ინფიცირებული 12 პაციენტი თბილისის ინფექციური საავადმყოფოში ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს.

Facebook Comments
%d bloggers like this: