კორონავირუსით ინფიცირებულ მე-13 პაციენტზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

„კორონავირუსით დაინფიცირებული მე-13 პაციენტი ახალგაზრდა ქალია. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქვს დაავადების მსუბუქი ფორმა. აღენიშნება ტემპერატურის მომატება 37.3 გრადუსზე და მცირე ხველა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით მივიდა. „ბოლო პაციენტი კონტაქტში იმყოფებოდა ერთ-ერთ იტალიაში დაინფიცირებულ პირთან“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: