პარაგვაიში ყალბი საბუთების გამოყენების ბრალდებით დაკავებულ ყოფილ ფეხბურთელ რონალდინიოსა და მის ძმას, რობერტო დე ასის მორეირას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
მოსამართლის განცხადებით, დაკავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებიც პარაგვაში უკანონოდ შესვლას ცდილობდნენ, ამიტომ მათი გათავისუფლების შემთხვევაში მიმალვის საფრთხე არსებობს.
გამოცემა Globoesporte-ს ინფორმაციით, რონალდინიომ პატიმრობაში შესაძლოა 6 თვე გაატაროს.
რონალდინიო და მისი ძმა პარაგვაიში 4 მარტს ჩავიდნენ. ისინი პოლიციამ სასტუმროს ნომერში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ დააკავეს, როდესაც სამართალდამცველებმა ძმების ნივთებს შორის ყალბი პასპორტები აღმოაჩინეს.
Facebook Comments