ქართველი ხალხის დიდ ნაწილს უნდა, რომ მე ჩავერთო პოლიტიკურ საქმიანობაში, ამის საშუალება უნდა მომეცეს

ივანიშვილის სისტემა ქართველი ხალხის და უცხოელების გამო დატორტმანდა და ჩვენ ის ბოლომდე უნდა წავაქციოთ,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სააკაშვილი საარჩევნო სისტემის შესახებ შეთანხმებას საკონცერტო დარბაზიდან პირდაპირი ჩართვით გამოეხმაურა.

„ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების ნაწილის გამოსვლა და აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ გიგი უგულავა და სხვა პოლიტპატიმრები. ქართველი ხალხის დიდ ნაწილს უნდა, რომ მე ჩავერთო პოლიტიკურ საქმიანობაში, ამის საშუალებაც უნდა მომეცეს და საერთოდ, უნდა იყოს ნორმალური პოლიტიკური პროცესი.

იდეალურ საარჩევნო სისტემას ახლა ვერ მივიღებთ, მაგრამ არჩევნების შემდეგ, სადაც ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება, უბრალოდ, დავანგრევთ მის ოცნებას, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, მერე რა თქმა უნდა, შეიძლება მიღება შედარებით უკეთესი საარჩევნო სისტემას. ახლა მთავარია მობილიზება და შეტევა და გამარჯვებისკენ გაერთიანებული ძალებით სვლა.“,-აცხადებს ექსპრეზიდენტი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: