ჩინეთში კორონავირუსის გამო საკარანტინო სივრცედ გადაკეთებული სასტუმროს ჩამონგრევას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში, ფუცზიანის პროვინციაში კორონავირუსის ეპიდემიის გამო საკარანტინო სივრცედ გადაკეთებული სასტუმროს ჩამონგრევას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მაშველებმა ნანგრევებიდან 38 ადამიანი ამოიყვანეს, კიდევ 29 ადამიანის ბედი კი ჯერჯერობით უცნობია. ხუთსართულიანი შენობის ჩამონგრევის მიზეზებს გამოძიება სწავლობს.

ქალაქ ციუანჩჟოუში საკარანტინო სივრცედ გადაკეთებული სასტუმრო 7 მარტს ჩამოინგრა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: