ბორჯომის ტყეში ხანძარია

ლიკანში, 16-სართულიანი საცხოვრებელ კორპუსთან ხანძარია. ცეცხლი თავდაპირველად ბალახს წაეკიდა, შემდეგ კი ხეებზე გავრცელდა და ტყის მასივს მოედო. ძლიერი დაკვამლიანება მოსახლეობამ დაახლოებით, 16:00 საათზე შენიშნა.

ტერიტორია, სადაც ამ დროისთვის ხანძარია გავრცელებული, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან ახლოს მდებარეობს.

ადგილზე ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი მანქანა მუშაობს.

Facebook Comments
%d bloggers like this: