გაერო: კორონავირუსის წინააღმდეგ კოკაინის სარგებლობა მითია

გაერო-ში აცხადებენ, რომ კოკაინით კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა უსარგებლოა. პოსტი, რომელშიც ჩამოთვლილია კორონავირუსთან ბრძოლის უსარგებლო საშუალებები, ორგანიზაციის თვითერზე გამოჩნდა.

თვითიდან ლინკი გადადის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე, სადაც ჩინურ კორონავირუსთან დაკავშირებული მითები და რეალობაა ჩამოთვლილი.

„მითი: კოკაინის მიღება ახალი კორონავირუსისგან იცავს. ფაქტი: კოკაიანის მიღებით კორონავირუსისგან თავს ვერ დაიცავთ და შესაძლოა, ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნათ“,-ნათქვამია სტატიაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კოკაინი მასტიმულირებელი ნარკოტიკია, რომელიც მიჩვევას იწვევს. „მისი მიღება საშიშ გვერდით მოვლენებს იწვევს და ჯანმრთელობას აზიანებს“.

გაერო-ს პოსტში ასევე  ჩამოთვლილია სხვა საშუალებები, რომელთა გამოყენება კორონავირუსის წინააღმდეგ ასევე მითია, ესენია: ბავშვის შარდი, ნიორი, ხელების ელექტროსაშრობი და სხვა. 

ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროექტის 7 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავისრუსით დაინფიცირების სულ 107 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 80,5 ათასი – ჩინეთში. 7 ათასი სამხრეთ კორეაში, 6,5 ათასი იტალიაში, 6 ათასი ირანში. სხვა დანარჩენ ქვეყნებში დაავადებულთა საერთო რიცხვია 1000-ზე მეტი.  

Facebook Comments
%d bloggers like this: