გიორგი ვაშაძე უმცროსს სამწუხაროდ, ტყუილები ახასიათებს, ის ვეღარ შეიცვლება

გიორგი ვაშაძე უმცროსს სამწუხაროდ ტყუილები ახასიათებს, ის ვერ შეიცვლება და ამჯერადაც მოიტყუა,-ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ქართული „ოცნების ოფისში“ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

კითხვაზე, იყო თუ არა მემორანდუმზე საუბარი კონკრეტული პირებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.

„სამწუხაროდ, ვაშაძე უმცროსს ახასიათებს ტყუილები, ის ვერ შეიცვლება და ამჯერადაც მოიტყუა“,-განაცხადა მან. 

მისი თქმით, მოხდა ზოგადი შეთანხმება, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის არ იქნება გამოყენებული მართლმსაჯულება. 

Facebook Comments
%d bloggers like this: