“დელტას” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ “დელტას” ზურაბ აზარაშვილი უხელმძღვანელებს.

“დელტას” ხელმძღვანელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.

თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას “დელტას” პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ახალი მენეჯმენტისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი თანამშრომლებისთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა იქნება.

“ჩვენი მთავარი მიზანია “დელტაში” მომუშავე თითოეული თანამშრომელი იყოს კმაყოფილი. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათი პოტენციალის სწორად გამოყენებას ქვეყნის გასაძლიერებლად”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა “დელტას” თანამშრომლებთან შეხვედრისას.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “დელტას” ახალ დირექტორს, ზურაბ აზარაშვილს კომერციულ სტრუქტურებში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს.

Facebook Comments
%d bloggers like this: