ვინ უფრო ბედნიერი იქნება არჩევნების შედეგებით, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს

ამ შეთანხმებით ქვეყანამ მოიგო და არა რომელიმე პოლიტიკურმა გუნდმა ან პარტიამ,-ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მერაბ ქვარაია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის გუშინდელ მემორანდუმზე კომენტარს აკეთებს.
„გამარჯვებაზე საუბარი ჯერ ნაადრევი და არასერიოზულია. ვინ უფრო ბედნიერი იქნება არჩევნების შედეგებით, ამას ამომრჩეველი და არჩევნების შედეგები გადაწყვეტს.
მთავარია ის, რომ ჩვენს ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა, აირჩიოს ინდივიდუალურად საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში – მაჟორიტარი დეპუტატი და ამავე დროს, სასურველი პარტია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რისკები ხელისუფლების ვერჩამომოყალიბებასთან დაკავშირებით მინიმიზირებულია.”-წერს ქვარაია სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: