ლია უკლებას ახალი სკანდალური ნამუშევარი – შაგალის ცნობილი ნახატის გადათამაშება

სკანდალურ მხატვრად მონათლული ქუთაისელი მხატვარი ლია უკლება, რომელმაც სახელი ილიაუნში გამოფენილი ნამუშევრით „ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით“ გაითქვა, ამჯერად ქალთა მიმართ ძალადობის თემას ახალი ნახატით ეხმაურება.

მხატვარმა თავის სათქმელის გამოსახატად მარკ შაგალის ცნობილი ნამუშევარი „ქალაქის თავზე“ გადაათამაშა და ქალაქი თბილისად შეცვალა, ჰერში მოფარფატე შეყვარებული წყვილი კი, შემზარავ სანახავად აქცია, სადაც მამაკაცი ქალს დანით ყელს ჭრის.

მხატვარმა ახალ ნამუშევარს „სიყვარულის სახელით“ უწოდა და ფემიციდის პრობლემას მიუძღვნა.

Facebook Comments
%d bloggers like this: