ნავთობზე ფასი 30%-ით დაეცა – ყველაზე მკვეთრი დაცემა სპარსეთის ყურეში ომის შემდეგ

აზიის ბაზრებზე ნავთობის ფასი 30%-ზე მეტად დაეცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პარასკევს ოპეკმა ვერ შეძლო მოლაპარაკება სხვა მწარმოებლებთან ნავთობის მოპოვების შეჩერების შესახებ.

ნავთობის უმსხვილესმა მწარმოებელმა, საუდის არაბეთმა, რომელიც ოპეკში შედის, ოფიციალური ფასების შემცირებაზე გააკეთა განცხადება, ამის შემდეგ Brent-ის მარკის ფასი ბარელზე 31 დოლარამდე დაეცა, იუწყება ბლუმბერგი. 

კორონავირუსის აფეთქების გამო, მსოფლიო ბაზარზე ჭარბი ნავთობი დაგროვდა, მაგრამ შეთანხმების ჩაშლის შემდეგ მწარმოებლებს მისი გატანა არ შეუძლიათ. გარდა ამისა, ძალას კარგავს ადრინდელი შეთანხმება , რადგან 1 აპრილიდან ნავთობის მოპოვებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.

თებერვლის ბოლოს Brent-ის ფასი ბარელზე დაახლოებით 50 დოლარი იყო. 6 მარტს კი, შეთანხმების ჩაშლის შემდეგ 9%-ით შემცირდა და 45 დოლარს მიუახლოვდა. 

როგორც ბლუმბერგი აღნიშნავს, ეს ფასის ყველაზე მკვეთრი ვარდნაა სპარსეთი ყურეში მიმდინარე ომის შემდეგ. სააგენტო ეყრდნობა  Goldman Sachs-ის პროგნოზს, რომლის თანახმადაც ფასმა შესაძლოა, ვარდნა გააგრძელოს და 30 დოლარს მიუახლოვდეს. 

ბლუმბერგის ინფორმაციით, ოპეკსა და სხვა მწარმოებლებს შორის შეთანხმების ჩაშლა რუსეთს უკავშირდება. მედიის ცნობით, რუსეთის ხელისუფლება წინააღმდეგია ნავთობის მოპოვების შემცირების. 

Facebook Comments
%d bloggers like this: