ნატოს შტაბბინაში კორონავირუსი დაფიქსირდა

ნატომ კორონავირუსის შემთხვევა დაადასტურა. ვირუსი ბრიუსელის ოფისში მომუშავე 1 ადამიანს გამოუვლინდა. ნატოში მომუშავე ჩრდილოეთ იტალიაში იყო სამოგზაუროდ. მან თავი ცუდად იგრძნო და შემდეგ ვირუსზე ტესტი ჩაუტარდა, პასუხი კი დადებითი აღმოჩნდა. ახლა ის საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ ნატოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ტესტის პასუხის მიღებიდან რამდენიმე წუთში ნატოს შტაბში მომუშავე ყველა ადამიანი ინფორმირებული იყო მომხდართან დაკავშირებით, რადგან მაქსიმალურად მომხდარიყო ვირუსის გავრცელების პრევენცია.

Facebook Comments
%d bloggers like this: