სალომე ზურაბიშვილი: შეწყალება ექვემდებარება წესებს

შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომელიც წელს მივიღეთ. რა მოთხოვნაც შემოვა, განიხილება ამ წესების მიხედვით. ყველა მოთხოვნას მივიღებ, ვნახავ, წავიკითხავ, გავეცნობი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პრეზიდენტის თქმით, რადგან შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, თუ ჩათვლის, რომ შეწყალება უნდა მოხდეს, შეწყალების აქტი იქნება მიღებული.

„არ არსებობენ ამ ქვეყანაში ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება ცალკე რეგულაციები. ყველა მოქალაქისთვის არის იგივე რეგულაცია და ყველა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის, როგორ მიმართოს პრეზიდენტს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: