საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გავრცელდა.

ამავე საიტზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 51.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: