ნიუ იორკის მერი- კორონავირუსი ყველაზე მეტად მწეველებს და ვეიპერებს ემუქრება

მწეველებსა და ელექტრონული სიგარეტის მომხმარებლებს კორონავირუსით დაინფიცირების გაცილებით მეტი შანსი აქვთ, ამის შესახებ მოსახლეობას ნიუ-იორკის ხელისუფლების წარმომადგენლები აფრთხილებენ. ინფორმაციას NBC ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მწეველები არ ითვლებოდნენ განსაკუთრებუად მოწყვლად კატეგორიად, დღეს ეს სერიოზულ ფაქტორად იქცა, განაცხადა მერმა ბილ დე ბლაზიომ პრეს-კონფერენციაზე.

„თუ მწეველი ხართ, ან ვეიპერი, ეს კარგი დროა, რომ მოიშოროთ ეს ჩვევა და ჩვენ ამაში დაგეხმარებით“,-აცხადებს ბლაზიო. 

„ჯანდაცვის დეპარტამენტს და ჩვენს კოლეგებს შტატში შეუძლიათ ბევრი რამ შესთავაზონ ადამიანებს, ვისაც მოწევისთვის თავის დანებება უნდა“.

ხელისუფლების წევრები განსაკუთრებულად ღელავენ მათზე, ვინც 50 წელს გადაცდა და ვისაც აწუხებს გული, აქვს სიმსივნე, სუსტი ფილტვები, დიაბეტი და დაბალი იმუნიტეტი. 

დე ბლაზიოს თქმით, ქალაქში არის 13 დადასტურებული შემთხვევა, რომელთაგან 7 ბოლო სამ დღეში გამოვლინდა. 146-მა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, 76 კი, ჯერ პასუხს ელოდება. 

ბლაზიო არ გამორიცხავს, რომ შემდეგ 2 ან 3 კვირაში ქალაქში 100-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდეს.

„ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“,-აცხადებს ნიუ იორკის მერი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: