ევროსაბჭო – უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება გაურკვევლობას წერტილს უსვამს

ევროსაბჭოს შეფასებით, საარჩევნო სისტემის საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება „რამდენიმეთვიან გაურკვევლობას წერტილს უსვამს“.

აღნიშნულთან დაკავშირებით ევროსაბჭოს გენერალური მდივნის პრესსპიკერი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი შეთანხმების დებულებებს მიიღებს.

„მივესალმებით გუშინ, 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის, რომელიც რამდენიმე თვიან გაურკვევლობას წერტილს უსვამს და მომავალი წლის არჩევნებისთვის ხსნის გზას პოლიტიკური დებატების დეპოლარიზაციისკენ. მოლაპარაკებების წარმოებას ხელს უწყობდა საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროკავშირი, აშშ, გერმანია და ევროსაბჭო.

ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ პარლამენტში მიიღებენ შეთანხმების დებულებებს, ისევე როგორც საარჩებო კანონმდებლობის ყველა აუცილებელ ცვლილებებს, რაც შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო რეკომენდაციებთან. ევროსაბჭო, ვენეციის კომისიასთან ერთად განაგრძობს დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას, რომ წარმატებით დასრულდეს პროცესი.

ჩვენ ვაფასებთ პოლიტიკური პარტიების მონდომებას, საქართველოს სასამართლოს სისტემას უმაღლესი სტანდარტები ჰქონდეს და დაიცვან სასამართლო და საარჩევნო პროცესები არასათანადო პოლიტიკური ჩარევისაგან. ეს ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისი დებულებების დაცვას საარჩევნო საკითხებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: